კოვიდ სტატისტიკა აჭარაში

12 ოქტომბერი 2020, 14:57 1470 ნახვა

ბათუმში კიდევ ერთი კოვიდ ინფიცირებული გარდაიცვალა.- ამის შესახებ ცნობილი  ცოტა ხნის წინ გახდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორაციით 55 წლის კაცი კლინიკა „მედინაში“ კრიტიკული მდგომარეობით შეიყვანეს,  უწყების განცხადებით პაციენტს ჰქონდა  თანმხლები დაავადებები კორონავირუსი კი კლინიკაში შეყვანის შემდეგ დაუდგინდა. ბოლო 24 საათში  ჯამში  აჭარაში 4 კოვიდ ინფიცირებულია გარდაცვლილი, მათგან 3  რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ამ კლინიკაში კიდევ 5 კრიტიკული პაციენტია მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების   478 -დან შემთხვევიდან   196  აჭარაშია .  სულ რეგიონში  ამ დროისთვის  2 400 ზე მეტი ინფიცირებულია ,მათგან 100-ზე მეტი  არასრულწლოვანია.უკვე შეივსო  30   ადგილზე გათვლილი  სამშობიარო  სახლი, სადაც 2 ორსულის მდგომარეობა საყურადღებოა. აქ 7 ახალშობილია მოთავსებული, მათგან კოვიდ 19-ი ერთს აქვს დადასტურბული, სამს კი  ტესტი დღეს ჩაუტარეს და ჯერ ისევ პასუხს ელოდებიან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში