აჭარაში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა

06 ოქტომბერი 2020, 11:40 1880 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა აჭარაში.  სპეციალისტების განცხადებით, მათი გადარჩენა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობდიან გამომდინარე ვერ მოხერხდა. არიან გამოჯანმრთელებულებიც,  თუმცა   ,,კოვიდ 19“ კიდევ  348  ადამიანს დაუდასტურდა რეგიონში. გუშინდელთან შედარებით ახალი შემთხვევების სტატისტიკა ნაკლებია, თუმცა რეგიონში მაინც დაძაბული ეპიდვითარებაა. სპეციალისტები ხანდაზმულებს სახლში დარჩენას სთხოვენ, მოქალაქეებს კი სიფრთილისკენ მოუწოდებენ. აჭარაში ყველაზე მეტი ინფიცირებული ბათუმსა და ხელვაჩაურზე მოდის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში