კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში დაფიქსირდა. უმეტესობა ბათუმში გამოვლინდა, ერთეული შემთხვევებია მუნიციპალიტეტებში. რეგიონი ისევ ცხელ წერტილად რჩება, შესაბამისად, აჭარა კვლავ ეპიდემიოლოგების ყურადღების ქვეშაა. აქვე გეტყვით, რომ ბოლო დღეებია ბათუმში ყოველდღიურად კორონავირუსის სამნიშნა მატებაა. ამიტომ ისევ აქტიურად მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 30- არასრულწლოვანი მკურნალობს.