ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ

17 სექტემბერი 2020, 10:03 1074 ნახვა

„ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით მიიღო ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების და რეფორმების განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ანგარიში მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის პოლიტიკური დიალოგი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა.

ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის მიერ დადებითად ფასდება საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა მიზანია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გაძლიერება.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ანგარიშში პირდაპირ წერია რომ სასამართლო არაა დამოუკიდებელი და მოქალაქეები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში