ევროპელი კანონმდებლების მოწოდება საქართველოს

15 სექტემბერი 2020, 10:02 680 ნახვა

,,ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიულ გზაზე“ - აცხადებს ევროპელი კანონმდებელი  ვიოლა ფონ კრამონი და კოლეგებთან ერთად იმედს  გამოთქვამს, რომ საქართველოში სამართლიანი და გამჭვირვალე  საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. 

ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ ყველა პოლიტიკური აქტორისთვის 2020 წლის არჩევნებისთვის თანაბარი პირობები და ერთნაირი თამაშის წესები უნდა იყოს გარანტირებული,  მართლმსაჯულების სისტემა  კი უფრო გამჭვირვალე  უნდა იყოს.

ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი  და  მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებული განცხადებები ბრიუსელში, საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის განხილვისას გაკეთდა.  მათ  კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე და უცვლელი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე შეშფოთება გამოთქვეს განგრძობადი ბორდერიზაციის გამო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში