აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

14 სექტემბერი 2020, 12:29 1898 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შსს-ს ინფორმაციით, თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი.

"ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია"-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში