„ევროპული საქართველო“ - იგეგმება ამომრჩევლის მოსყიდვა

13 სექტემბერი 2020, 15:44 1590 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან აცხადებს, რომ  ქართული ოცნება  წინა საარჩევნოდ მოსახლეობის მოსყიდვას გეგმავს. ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, პროდუქტი, რომელიც ქედის მუნიციპალიტეტში ''ქართული ოცნების'' შტაბში დაასაწყობეს, ამომრჩეველს უახლოეს დღეებში  დაურიგდება.

ბრალდებებს უარყოფს ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი. ანზორ ბოლქვაძე ოპონენტებს მიზანმიმართულ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მსგავსი შინაარსის განცხადება გუშინ ლელო საქართველოს წარმომადგენელმაც გააკეთა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი