„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, გედევან ფოფხაძეს ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა“, - აცხადებენ პარტიაში.
პარტიაში აცხადებენ, რომ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
შეგეხსენებთ, ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ.