სეზონური ვირუსები

21 იანვარი 2025, 10:50 388 ნახვა

მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელისა და თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება - ამ სიმპტომებით სამედიცინო კლინიკებს დღის განმავლობაში არაერთი პაციენტი მიმართავს.  ინფექციონისტი რეზო ნაკაშიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ერთდროულად რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს, ძირითადად გავრცელებულია გრიპის ვირუსი, რინოვირუსი, ბეტა პნევმონიური ვირუსი.

რისკ-ჯგუფებში კვლავ არასრულწლოვნები, მოხუცები და ის მოქალაქეები რჩებიან, რომელთაც თანმდევი დაავადებები აწუხებთ.

ინფექციონისტის რეკომენდაციით, გრიპის ვირუსების თავიდან აცილების მიზნით  აუცილებელია ხელების ხშირად დაბანა, ასევე გვიან შემოდგომაზე გრიპის ვაქცინის გაკეთება და ინფიცირებულ მოქალაქეებთან კომუნიკაციის შემცირება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი