ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა. პროცესში, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ განაცხადა საერთაშორისო პარტნიორები და პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ.
თამარ ჟვანიას თქმით, დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, რომელიც არეგულირებს ეთიკურ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღკვეთას.