პროტესტის ნიშნად დატოვა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სხდომა , რომელზეც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა მიმდინარეობდა. თემურ დუმბაძე აცხადებს, რომ კენჭისყრის პროცესზე დამკვირვებლობის მსურველთა შორის სახელისუფლებო გუნდის ღია მხარდამჭერებიც არიან, რომლებიც მოთხოვნის მიუხედავად სიიდან არ ამოიღეს.
30-ე ოლქის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე კი აცხადებს, რომ სიაში მხოლოდ ის კონკურსანტები ვერ მოხვდნენ, რომლებიც გასულ წლებში საუბნო საარჩევნო კომისიაში კონკრეტულ პარტიას წარმოადგენდნენ.