კოვიდპაციენტებს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოშიც უმკურნალებენ

12 სექტემბერი 2020, 15:07 1960 ნახვა

კორონავირუსის თითქმის გაორმაგებული შემთხვევები აჭარაში.  ,, კოვიდ 19 “  რეგიონში  80  პირს დაუდასტურდა. კლასტერები  ისევ ძველია, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტი ინფიცირებული ე.წ ქორწილის კლასტერს უკავშირდება.  22 ინფიცირების წყარო კი უცნობია.  

აჭარაში დღეიდან ორი კოვიდ მიმღები კლინიკაა. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად პაციენტებს ინფექციური საავადმყოფოც მიიღებს.  ვირუსის შიდა გავრცელების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში