„ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას მართავს. მმართველი პარტია ძველ და ახალ სახეებთან ერთად პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურებს დაასახელებს. მინისტრებიდან პარლამენტში, ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი იქნებიან, სიის სათავეში იქნება გიორგი გახარია და პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.