,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის სათავეში გიორგი გახარია იქნება. მმართველი გუნდი სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას დღეს გამართავს. დღესვე დაასახელებენ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურასაც.
''ქართულ ოცნებაში'' აცხადებენ, რომ ოცეულში იქნება მინიმუმ 5 ქალი, სია დაკომპლექტებულია ახალი სახეებით. ასევე, ცნობილია, რომ საპარლამენტო სიაში არ არის ბიძინა ივანიშვილი.