პრემიერ-მინისტრი მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდებს, 15 აგვისტოდან აჭარაში, ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან. მისივე თქმით, როგორც აქამდე საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ვირუსის მართვის და ვირუსის რისკების შემცირების კუთხით, ასე უნდა გაგრძელდეს.
გიორგი გახარია მოქალაქეებს თვითმონიტორინგის ხარისხის გაძლიერებისკენ და პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ში მიმართვისკენ მოუწოდებს. შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო მთავრობის სხდომა დღეს მედიის გარეშე ჩატარდა.