,,ალტერნატივას“ წევრი ხათუნა ბერიძე პროკურატურას მიმართავს. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი ირწმუნება, რომ უწყება განგებ აჭიანურებს 1 წლის წინ მომხდარი ინციდენტის გამოძიებას, რომელიც პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს უკავშირდება.
ბერიძე ირწმუნება, რომ მაღალმთიანი აჭარის დეპუტატობის კანდიდატმა ხულოში , ერთ- ერთ სასტუმროში ოპონენტებთან შელაპარაკებისას დაარღვია კანონი და იგი დღემდე არ მიუციათ პასუხისგებაში. საკითხზე თავად ანზორ ბოლქვაძე კომენტარს არ აკეთებს