პრემიერი მასწავლებლებს, რომლებიც 15 აგვისტოდან აჭარაში და მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის ზონაში იმყოფებოდნენ მოუწოდებს სამსახურში გამოცხადებიდან თავი შეიკავონ

10 სექტემბერი 2020, 12:12 3042 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც 15 აგვისტოდან აჭარაში, ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში იმყოფებოდნენ მოუწოდებს თავი შეიკავონ სასწავლო წლის დაწყების პირველი 2 კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან.

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, რა თქმა უნდა, 2 კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ, საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი სამინისტრო - განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში