ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის 29-ე კონფერენცია

09 სექტემბერი 2020, 14:05 1222 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის 29-ე ყოველწლიური კონფერენცია იხსნება. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ ისეთ საკითხებს როგორიცაა „ინფორმაციის გავრცელება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ - კომუნიკაცია სახელმწიფო ორგანოებთან და ჩართულ მხარეებთან“, „დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევები არჩევნების დროს“, „პანდემიის დროს ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება“.   

კონფერენცია დღეს და ხვალ  COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიის გათვალისწინებით, ონლაინ ფორმატში ტარდება. მასში 26 საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების 120-ზე მეტი წარმომადგენელი და ექსპერტი მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში