ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა

07 სექტემბერი 2020, 18:49 1284 ნახვა

ბერლინის შარიტეს კლინიკის ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს და მას ეტაპობრივად ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან ხსნიან. ამი შესახებ განცხადებას საავადმყოფო ავრცელებს.  „იგი რეაგირებს სიტყვიერ სტიმულებზე, თუმცა ჯერ კიდევ ნაადრევია მისი მძიმე მოწამვლის გრძელვადიანი შედეგების შეფასება-  წერია კლინიკის პრეს-რელიზში.

გერმანელი  ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.  ნავალნი ცუდად 20 აგვისტოს გახდა, როცა ქალაქ ტომსიდან მოსკოვში მიფრინავდა. იგი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 22 აგვისტოს სპეციალური რეისით სამკურნალოდ  ბერლინში გადააფრინეს. 

2 სექტემბერს გერმანიის მთვარობამ განაცხადა, რომ  ბუნდესვერის ლაბორატორიის კვლევებმა აჩვენა, რომ  ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.  ომსკელი ექიმები აცხადებენ, რომ  პაციენტის სისხლში შხამის კვალი  ვერც ადგილობრივ და ვერც მოსკოვის ლაბორატორიებში ვერ იპოვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში