საზოგადოებრივი მოძრაობა "შენთან ერთად" შერჩევით სამართალზე საუბრობს და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელსა და მთავრობის თავმჯდომარეს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ორგანიზაციის წევრის ალექსანდრე მილორავას განცხადებით "დინამო" ბათუმის ერთ-ერთი გულშემატკივარი არჩილ ჩიქოვანის ძმა ისრაელში გამართულ მატჩზე ბიუჯეტის სახსრებით იმყოფებოდა, ბათუმში დაბრუნებისას კი კარანტინი არ გაუვლია.
საფეხბურთო კლუბში აცხადებენ, რომ გუნდი კლუბისა და უეფას თანადაფინანსებით იმყოფებოდა ტურნირზე, გულშემატკივრები კი საკუთარი სახსრებით.მათივე ინფორმაციით ისინი ყოველ 72 საათში კოვიდ 19-ზე ტესტს აბარებენ, ამასთან ქვეყანაში დაბრუნებისთანავე 1 დღით ტესტის პასუხების გაგებამდე კარანტინში იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება ბათუმის მერიის პოზიციას, პრესსამსახურში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, სატელეფონო საუბარში კი გვითხრეს რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "შენთან ერთად" საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.