სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება, სკოლა სასწავლო პროცესს თავად დააორგანიზებს

02 სექტემბერი 2020, 12:58 1397 ნახვა

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება, მანამდე კი ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების სამსახური ყველა სკოლას შეამოწმებს.

„დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილული იყო ახალი სასწავლო წლის დაწყების საკითხი. ასევე, განხილული იყო ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ყოველივე აღნიშნულიდან მიღებული იქნა კიდევ ერთხელ გადაწყვეტილება, რომ 15 სექტემბერს დაიწყება სასწავლო წელი. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ განათლების სამინისტრომ გააკეთა განცხადება – შემუშავებულია სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მიერ არის დამტკიცებული და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სკოლებს დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესის ორგანიზება.

არსებული რეკომენდაციების ფარგლებში განსაზღვრულია, ასევე ეპიდ-მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა სავალდებულო აღჭურვა სკოლებისთვის, რომელიც დღეს სახელმწიფომ უკვე უზრუნველყო, რომლის შესყიდვაც უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს სკოლებში სავალდებულოდ საჭირო ნივთების და აღჭურვილობის უზრუნველყოფა. 10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერით, შესაბამისი სითხეებით, ასევე თერმოსკრინინგის აპარატებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წელი არ დაიწყება ისე, თუ 15 სექტემბრამდე ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს, როგორც ყველა საჯარო სკოლას, ასევე კერძო სკოლას და მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ მოხდება სასწავლო პროცესის კონკრეტულ სკოლაში დაწყება“, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ.

მისივე თქმით, საკლასო ოთახებში მოსწავლეებს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით დახვდებათ სახელმძღვანელოები. პირველკლასელებს დახვდებათ ასევე კომპიუტერები.

"ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, ეს არის პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სკოლაში სიარული და და გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესის, გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილობის გრაფიკი შეიმუსაონ, ასევე სწავლის დაწყების დროს განსაზღვრავს უშუალოდ სკოლა. ასევე, ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ სმენების მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე. ამასთან, სკოლას შეუძლია გამოიყენოს შაბათი დღეც“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი