აჭარაში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 "დონას" კონტაქტია

02 სექტემბერი 2020, 11:49 2748 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა, აქედან 21 არის "დონას" კონტაქტი. ჯამში საკონდიტრო მაღაზია "დონაში" ამ დროისთვის, 22 შემთხვევაა გამოვლენილი.

"ახალი შემთხვევებიდან 1 გახლავთ საკარანტინო სივრციდან, 3 გახლავთ სიმპტომებით ის პაციენტები, რომლებმაც მიმართეს კოვიდ ცენტრებს, ერთი დადასტრებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 21 კი "დონასთან" დაკავშირებული შემთხვევაა, რომელიც გუშინ გამოვლინდა. ეპიდ კვლევები და კონტაქტების მოძიებითი სამუშაოები მიმდინარეობს. მთავარი ღონისძება რაც გატარება ეს არის გაფართოებული ტესტირება, ქალაქში იყო 2 კარავი, სადა მსურველებს შეეძლოთ ჩაეტარებინათ უფასო ტესტირება, დღეს დაემატება 12 საათიდან ანბანის კოშკთან მესამე ლოკაცია და ყოველდღიურად იქ დილის 11 საათიდან საღამომდე ჩატარდება უფასო ტესტირება. ამასთან ერთად გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ქალაქის ყველა პოლიკლინიკა სამუშაო საათებში მიიღებს ნებისმიერ მსურველს.

ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი არის მხოლოდ არასრულწლოვანი. დადასტურებული შემთხვევები ყველა გადაყვანილია ან მიმდინარეობს მათი გადაყვანა კოვიდ ცენტრებში, რაც შეეხება კონტაქტირებულ პირებს, რომელთაგან ნაწილი გადაყვანილია კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში რჩება"-განაცხადა ნონა ეფაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გუშინ უფასო ტესტირება ბათუმში განთავსებულ კარვებში 600-მდე პირმა ჩაიტარა. ამირან გამყრელიძის თქმით, მათი პასუხები დღეს გახდება ცნობილი, რაც მისცემთ იმის თქმის საშუალებას თუ რამდენად არის გასული "დონას" კონტაქტები გარეთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი