აჭარის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი 25 თებერვალს არ განახლდება

24 თებერვალი 2025, 13:13 905 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში არსებული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აჭარის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში, 25 თებერვალს სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე.

მათივე ცნობით, სკოლები უზრუნველყოფენ გაცდენილი საათების ანაზღაურებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში