აჭარის მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - გზების დეპარტამენტი

24 თებერვალი 2025, 10:17 223 ნახვა

აჭარის მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში თოვისა და ქარბუქის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1,50 სმ აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 50-60 სმ-ია.

"ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 30-40 სმ-ია.

ქედის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 50-60 სმ-ია.

შუახევის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 50 სმ-ია.

ხულოს მუნიციპალიტეტში მაღალი ზონის სოფლებში 70-80 სმ-ს აღწევს, ხოლო დაბაში 40 სანტიმეტრია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდას, რის შედეგდაც ტექნიკა გადაინაცვლებს შიდა სასოფლო გზების გასაწმენდად", - განმარტავენ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში