აჭარაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 აგვისტო 2020, 12:43 1826 ნახვა

დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 19 პაციენტი. 

18 ინფიცირებულიდან 5 აჭარაშია. მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ისინი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან და სამკურნალოდ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განმარტებით, ორი საკარანტინო სივრციდანაა გადაყვანილი, ერთი პირი კი იზოლაციაში იყო. ის ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი მოქალაქეა, რომელსაც კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა. 

''გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ორი თურქეთის მოქალაქეა, ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან. ისინი გადავიდნენ თავის ქვეყანაში. სამი პაციენტიდან, ორი საკარანტინო ზონიდანაა, ჩივილების გარეშე. ერთი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და იქ დაუდასტურდა. კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან. ზუსტად ვერ გეტყვით ვისთან, ეს ეპიდემიოლოგებმა იციან. კლინიკაში რჩება 28 ინფიცირებული, აქედან 12 აქვს პნევმონია და მიმდინარებს მკურნალობა, მძიმე პაციენტი ამ ეტაპზე არ გვყავს'' - განაცხადა გია კიკაბიძემ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში