ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 30-მდე სასუნთქი აპარატით აღიჭურვა. პანდემიის პირობებში კლინიკა სრულად ვერ ახერხებს მრავალპროფილური მიმართულებით მუშაობას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულება, მხოლოდ კოვიდ-19- ით ინფიცირებულ პაციენტებს იღებს. შესაბამისად, კლინიკის მენეჯმენტისთვის დღეს, გადაცემული ტექნიკა, პირველ ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში კოვიდ პაციენტებისთვის გამოიყენება.
ადგილობრივ მთავრობაში აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად სამედიცინო დაწესებულება ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.