ბათუმსა და ქობულეთში უფასო ტესტირებით 214-მა მოქალაქემ ისარგებლა - ყველა პასუხი covid-19-ზე უარყოფითია 

25 აგვისტო 2020, 11:43 1352 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეოთხე დღეა ბათუმსა და ქობულეთში COVID-19-ზე უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს. აღნიშნული მომსახურებით 214-მა მოქალაქემ ისარგებლა, ყველა მათგანის კვლევის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია. 

ასევე მიმდინარეობს ზღვისპირა ზოლში განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის ტესტირება. სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე კვლევა უკვე ჩაუტარდა აღნიშნული დაწესებულებების 157 თანამშრომელს, პასუხები ამ შემთხვევაშიც უარყოფითია.

აჭარაში კორონავისრუსზე გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

კარავები მოწყობილია ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან და არდაგანის ტბასთან, აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აგრეთვე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სამივე ლოკაციაზე ნებისმიერ მსურველს ნიმუშის აღება ყოველდღიურად დღის მეორე ნახევარიდან შეუძლია. ამ ეტაპისათვის ტესტირების პროცესი 17:00-დან 22:00 საათამდე გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში