„ვითხოვთ საყოველთაო ამნისტიას, „შემახე ამნისტია". ამ შინაარსის ტრასფარანტებით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა აჭარის მთავრობის სახლთან. შეკრებილების თქმით, მათი ოჯახის წევრები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს, მათ ნაწილს სასჯელის დიდი ნაწილი უკვე მოხდილი აქვს.
ბოლოს ამნისტია 2012 წელს განხორციელდა, შემდეგ კი პატიმრების ოჯახების წევრების თქმით, დაპირების მიუხედავად არ განხორციელებულა. მოძრაობამ „შემახე ამნისტია“ კანონპროექტიც მოამზადა, რომელიც პარლამენტში 10 სექტემბერს დაარეგისტრირებენ. პატიმრების ოჯახის წევრები დეპუტატებს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ამნისტიის კანონპროექტის დამტკიცებას და წინასაარჩევნოდ ამოქმედებას. მოძრაობამ ამნისტიის მოთხოვნით არაერთი აქცია გამართა. აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.