აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

24 აგვისტო 2020, 10:35 1520 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის 4 მოქალაქეს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი სულ კვლევა 598 ადამიანს ცაუტარდა. 

covid-19 დაუდასტურდა კარანტინში მყოფ სამ პირს, ერთი კი ქობულეთს უკავშირდება. ინფიცირებულია საოჯახო სასტუმროს მფლობელთან კონტაქტში მყოფი პირი. 

პაციენტები რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ მიმღებ ცენტრში გადაიყვანეს. კლინიკაში ჯამში 30 პაციენტი მკურნალობს. 

დღეს, 24 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში