შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - გარდაცვლილია 12 მოქალაქე

23 აგვისტო 2020, 20:40 2754 ნახვა

შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  მიკროავტობუსი კლდიდან გადავარდა. ადგილზე იმყოფება საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, სამაშველო ტექნიკა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 -ი მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე უკვე ამოიყვანეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კი  საავადმყოფოში გადაჰყავთ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში