აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელი იმ ლოკაციებზე იმყოფებიან, სადაც უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, დატბორილ ქუჩებსა და ეზოებში ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს და ზღვაში გამავალი არხები ინტენსიურად იწმინდება.
''სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით, ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება. სანაპიროზე ''ბათუმის წყლის'' სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ყველა არხი, საიდანც ხდება წყლის ჩადინება ზღვაში გახსნილია და შეფერხების გარეშე მუშაობს. ეს პროცესი 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება. ამაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, ცენტრალურ ქუჩებზე სანიაღვრე ქსელების გამართულად მუშაობა. კომუნიკაციაში ვართ სამაშველო სამსახურთანაც. ვმუშაობთ კერძო მისამართებზე და ხდება ამოტუმბვითი სამუშაოები'' - განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა.
არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, ქუჩები, სადაც სანიაღვრე ქსელი გაკეთებულია შეფერხებები პრაქტიკულად არ არის, პრობლემები შეიქმნა იქ, სადაც სიტემა ნაწილობრივ არის მოწესრიგებული.