სოფელ ქედლებში ფერდსამაგრი კედელი მოეწყო

23 აგვისტო 2020, 11:05 686 ნახვა

სოფელ ქედლებში ფერდსამაგრი კედელი, შიდა საუბნო გზასთან მოეწყო, რომელიც საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაა. პროექტისთვის ხულოს ბიუჯეტიდან  19 ათასი ლარი დაიხარჯა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,, მათემ"  შეასრულა. ფერდსამაგრი სამუშაოები მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს, რომლებიც  წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში