ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

23 აგვისტო 2020, 12:17 3609 ნახვა

ბათუმში დილიდან წვიმს. უხვი ნალექის გამო, ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დაიტბორა.  

დატბორილია მ. აბაშიძის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, დ. თავდადებულის, ხიმშიაშვილის, შავშეთისა და ლერმონტოვის ქუჩები. 

გართულებულია ავტომობილების გადაადგილებაც.

დატბორილია საცხოვრებელი სახლები

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს „ბათუმის წყალში" განუცხადეს, რომ სანიაღვრე ჭები გაწმენდილი იყო, თუმცა არხებმა უხვი ნალექი ვერ გაატარეს. აღნიშნულ მონაკვეთებზე ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები. 

სინოპტიკოსების პროგნოზით სანაპირო კურორტზე ხვალ დილამდე იწვიმებს. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი