საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის 1 411 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 132-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 848 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.
დადასტურებული 17 შემთხვევიდან 3 აჭარაში დაფიქსირდა. ინფიცირებულები მძღოლები არიან.