ავტომობილების ცენტრმა „ვოლვომ“ ბათუმში ახალი მოდელები წარმოადგინა. ღონისძიებაზე სტუმრებს შვედური ბრენდის წარმოებული ავტომობილების ტესტ - დრაივის საშუალება მიეცათ.
„ვოლვო“ უსაფრთხო ავტომობილის სახელით არის ცნობილი. ტესტ - დრაივით მოსარგებლე სტუმრების ინფორმაციით ავტომობილი კომფორტულობით გამოირჩევა. შვედური კომპანია 2025 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადადის.