‘’სიცოცხლის ნახევარი ხელოვნებისათვის’’ - ანა ნიკოლაიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა. მხატვრის შემოქმედება ფოვინიზმის მიმდინარეობას მიეკუთვნება.
ანა ნიკოლაიშვილმა კარიერაში თავის შემოქმედებას 50 წელი მიუძღვნა. მის ნამუშევრებში ხშირია კაშკაშა ფერები. გამოფენა დამთვალიერებლებისთვის აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში 23 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი.