"სახელმწიფო შენი პარტნიორია"- მეწარმეების დასახმარებლად მთავრობა ახალ პროგრამას იწყებს

20 აგვისტო 2020, 14:38 1220 ნახვა

სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა ახალ პროგრამას "სახელმწიფო შენი პარტნიორია" იწყებს.  პრემიერის განცხადებით, პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში მიიღონ ის მომსახურებაა, რომელთა მისაღებადაც აქამდე თბილისში ჩასვლა და სხვადასხვა სამინისტროებთან კონტაქტი სჭირდებოდათ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნულ ობიექტებში 20-მდე მეწარმეების დასახმარებლად შემუშავებული პროგრამა იქნება თავმოყრილი.

"დღეს საქართველოში 81 საზოგადოებრივ ცენტრში და 24 იუსტიციის სახლში შეგიძლიათ მიიღოთ ზუსტად ის მომსახურება, რისთვისაც უნდა მისულიყავით სხვადასხვა სამინისტროში, ბანკში და ა.შ. გარდა ამისა 700 თანამშრომელი გადამზადებულია, რომლებიც პირდაპირ მოგაწვდიან ინფორმაციას და მოგემსახურებიან.

ამის მიზანია რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე გახდეს მეწარმე, გლეხი გახდეს ფერმერი,  მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, რომ ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადადგან.

დღეიდან ამბროლაურში, რაჭაში, ვინც გადაწყვეტს პირველი ნაბიჯი გადადგას, დაიწყოს ბიზნესი, მოდის ამ შენობაში და მიიღებს ყველა საჭირო ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა პროგრამები აქვს სახელმწიფოს და რითი შეუძლია დახმარება"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი