საქართველოს უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს

19 აგვისტო 2020, 18:22 1205 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს. ანდრი ტარანმა თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტის განსახორციელებლად საქართველო აირჩია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რის შემდეგაც მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის მრავალწლიან მეგობრობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრი ტარანმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში