ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში სიმბოლური გარბენი მოაწყვეს

25 თებერვალი 2025, 10:50 59 ნახვა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე დაღუპული იუნკერები გაიხსენეს.

ახალგაზრდებმა იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად, 1921-მეტრიანი გარბენი მოაწყვეს და მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტებმა შემორჩენილი სანგრებიც დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში