ქობულეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდაა - ინფიცირების წყარო უცნობია 

19 აგვისტო 2020, 11:45 1979 ნახვა

დღეს, 19 აგვისტოს, აჭარაში კორონავირუსისი ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთ-ერთი ინფიცირებული ქობულეთის მკვიდრია. ჯერ-ჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა შემთხვევა კაფე ''ჰავანას''. სპეციალისტები წყაროს დასადგენად მუშაობენ. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, მასთან კონტაქტში მყოფი 23 პირი იზოლაციაში გადავიდა. ნონა ეფაძის თქმით, 40 პირს აუღეს ანალიზები, შედეგები კი ხვალ გახდება ცნობილი. 

მეორე ინფიცირებული კი საკარანტინო სივრციდანაა. მას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მოქალაქეს ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა და ტესტირება ჩაუტარდა. 

ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს. დღეის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 ინფიცირებული იმყოფება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქობულეთი ერთ-ერთი საყურადღებო წერტილია.

''საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთში. კაფე ''ჰავანასთან'' დაკავშირებული. სულ ხუთი  ინფიცირებულია ამ კლასტერში. დღეს გვაქვს კიდევ ერთი ახალი შემთხვევა, მაგრამ ამ კლასტერთან არ არის დაკავშირებული. კლუბი ამ მომენტისთვის დაკეტილია. ქობულეთში და აჭარაში ტესტირება გაფართოება იგეგმება. ეს პრევენციისთვის ხდება. დღეს მომზადდება მასალები, რამდენი კლუბი და ბუნგალოა. ძირითადად ქობულეთსა და ბათუმში, შმდეგ იქ სავალდებულო ტესტირება დაიწყება'' - განაცხადა ამირან გამყრელიძე. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში