რა გახდა დაკვამლიანების მიზეზი სასტუმრო "მგზავრებში"

18 აგვისტო 2020, 18:23 1163 ნახვა

გონიოში, სასტუმრო „მგზავრებში“ მომხდარი დაკვამლიანების გამო, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სპეციალისტების განცხადებით სასტუმრო ვალდებულია უსაფრთხოების ინსპექტორი ჰყავდეს, რადგან „ლეოგრანდის ტრაგედიის“ შემდეგ, ამ მიმართულებით სახელმწიფომ რეგულაცია გაამკაცრა. შიდა კონტროლის გარდა სასტუმროებს სახელმწიფო წელიწადში ორჯერ ამოწმებს. გონიოში სასტუმრო მგზავრებში გუშინ, ღამის 11 საათზე დაკვამლიანება იყო. ათამდე მოქალაქე სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მალევე გამოწერეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი