არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებსა და კანდიდატებს აჭარის უმაღლეს საბჭოში მხარდამჭერთა სიების წარდგენისას მათი საცხოვრებელი ადგილის ნაცვლად პირადი ნომრის მითითება მოუწევთ. ახალი წესი შესაბამის დადგენილებით - საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე განისაზღვრა. გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. უსკო-ს წევრებმა განსაზღვრეს ასევე არასაარჩევნო პერიოდში სხდომების გასაშუქებლად მედიისთვის საჭირო აკრედიტაციის წესი და ფორმა. ოფიციალურად დაამტკიცეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის უკვე არსებული სტრუქტურა და დადგენილება, რომელიც უსკოს თანამშრომელთა შრომით ურთიერთობებს არეგულირებს.