25 წლის ქალი, რომელიც ფონიჭალაში ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, დაკავებულია

17 აგვისტო 2020, 09:38 1687 ნახვა

ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი  თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 ადამიანს. შემთხვევის შემდეგ, კი შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დანარჩენები კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები სამკურნალო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი