საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა გაიმართება 

20 თებერვალი 2025, 10:51 178 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა გაიმართება საქართველოს საზღვრის კვეთის კანონთან მიმართებაში მოქალაქეების სარჩელებზე.

კერძოდ, განსახილველ საქმეებზე სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს საქართველოდან დროებით გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება, უარი ეთქვას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს.

კონსტიტუციური სარჩელით, აგრეთვე სადავოა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ცალკეული ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში გამგზავრების მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში