ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციაში მინიმუმ 200 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა მთელს ქვეყანაში.
აქციამდე რამდენიმე საათით ადრე, 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ პირველად, ბელარუსის დედაქალაქის ცენტრში ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ თავად ლუკაშენკოც შეუერთდა და თქვა, რომ უმრავლესობა მის მხარესაა.
ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.