საქართველოს წითელი ჯვარი აჭარაში მოხალისეთა გადამზადებას იწყებს. ორგანიზაცია მოხალისეებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისა და პირველი ფსიქოსოციალური დახმარების გაწევის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, ასევე ჩაუტარებენ ტრენინგს თუ როგორ განახორციელონ ეფექტური და სწორ კომუნიკაცია ტურისტებთან თემის ირგვლივ.
მოხალისეები კი ტურისტული სეზონის მანძილზე სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში განთავსდებიან და მოახდენენ ადამიანების ინფორმირებას კოვიდ 19-ის შესახებ.ცნობისთვის პანდემიის პერიოდში აჭარაში მოხალისეობრივ საქმიანობაში 180 ახალგაზრდა იყო