ავტოავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი

16 აგვისტო 2020, 15:06 1638 ნახვა

ფონიჭალაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევა 15 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა.

დაღუპულებს შორის ორი არასრულწლოვანია.საქმეზე გამოძიება ს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ორი ან მეტის ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი