17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge- ზე ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
უწყება მოქალაქეებს არსებული ხარვეზისთვის ბოდიშს უხდის. სამინისტროში განმარტავენ, რომ ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის, ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული. ცნობისთვის გეტყვით, რომ დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძელდება, ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა კი 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.