დაპირისპირება ქობულეთის საკრებულოში

14 აგვისტო 2020, 20:00 1837 ნახვა

ჩაქვში, რეკრეაციულ ზონაში კომპანია „დრიმლენდ ოაზისს“ მიმდებარე სკვერი, სარეკრეაციო მიზნით სარგებლობის უფლება, წელიწადში 13 ათას 100 ლარად გადაეცა. გადაწყვეტილება ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაურის ფონზე დამტკიცდა.

ოპოზიციისთვის 30 წლიანი იჯარა მიუღებელი იყო, თუმცა მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ ტერიტორიის პრივატიზება იგეგმებოდა, რაც იჯარით ჩანაცვლდა.

პანდემიის გამო ბიუჯეტი 700 ათასი ლარით შეამცირა ქობულეთის მუნიციპალიტეტმაც. მერია მივლინების, კულტურული ღონისძიებებისა და ინვენტარის შეძენას შეამცირებს. დამტკიცებული 36 მილიონიდან ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას და სოციალური თუ ჯანდაცვის საკითხებისკენ მიიმართება. 8 პროექტი შესრულდება სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით.

ოპოზიცია სამშენებლო სამუშაოების შესრულებას წინასაარჩევნო დაპირებას უწოდებს, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება მოსახლეობისთვის განსაკუთრებული საჭიროებისაა. ქობულეთში იქმნება სოციალური, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, სადაც 6 შტატი განისაზღვრა.

ახალი ბაღი აშენდება სოფელ საჩინოში, ხოლო სხვა ბაღების რეაბილიტაციისთვის 314 ათასი ლარი გაითვალისწინეს. გარემონტდება გელაურაში ე.წ ჩაის ფაბრიკის შენობა, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი