უკვე ცნობილია სავარაუდო წყაროები, რითაც ბავშვების ორგანიზმში ტყვია ხვდება. ერთ-ერთი ვერსიით ეს შესაძლოა სათამაშოც იყოს. სწორედ აჭარაში ფიქსირდება, სისხლში ტყვიის შემცველობის ნორმის მაქსიმუმი. თუმცა, რატომ არის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი აჭარაში, ჯერ-ჯერობით, შესწავლილი არ არის.
საგულისხმოა, რომ ტყვიის ზედმეტ შემცველობას, სპეციფიკური ნიშნები არ აქვს, მთავარი გართულება გონებრივი განვითარების შეფერხებაა.